logo_geo
გიორგი კალანდია: აბა, შეხედეთ როგორი მსგავსებაა, უყურებ და ლევან მეორე დადიანის მზერის სიძლიერეს საუკუნეების სიშორიდან გრძნობ!
- +

11 თებერვალი. 2021. 13:15

 

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„სულ მინდოდა, მსგავსი პროექტი საქართველოში განმეხორციელებინა, დღეს ევროპაში ძალიან პოპულარულია ისტორიული პირების ძველი გამოსახულებების მიხედვით თანამედროვე პორტრეტების შექმნა, სადაც ცხადად, რეალისტურად შეგიძლია დაინახო მათი ფიგურა, ზოგიერთი ისეთ ნახატს ქმნის, რომ გამოსახული პირის სუნთქვასაც კი გრძნობ. ჩვენც დავიწყეთ ეს საქმე და მგონია, ძალიან წარმატებულად, შესანიშნავი ქართველი რეალისტი მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე წალენჯიხის ფრესკის მიხედვით სახელგანთქმული ლევან მეორე დადიანის პორტრეტს ქმნის. აბა, შეხედეთ, როგორი მსგავსებაა, უყურებ და ლევანის მზერის სიძლიერეს საუკუნეების სიშორიდან გრძნობ! პორტრეტი მუშაობის პროცესშია, ჯერ დასრულებამდე ბევრია, თუმცა, უკვე შეგიძლია თქვა: ბრავო, ოსტატო, ბრუნო ვეფხვაძე“ - წერს გიორგი კალანდია.

 

big_banner
არქივი