logo_geo
კოტე მათითაშვილი: ვნანობ ბევრს, მტკივა ბევრი, მაგრამ ვცდილობ, შევიცვალო
- +

20 თებერვალი. 2021. 02:40

 

 

 

პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამდენმა შურმა და ბოღმამ ქვეყანა მოწამლა.

 

როგორც მედიკოსი აღნიშნავს, თავადაც ბევრი შეცდომა დაუშვია, ახლა კი, ბევრ რამეს ნანობს და ცდილობს, შეიცვალოს.

 

"ამდენი სიძულვილი, შური, ბოღმა, წყენა ... მოიწამლა ქვეყანა .

 

იმას არავინ ფიქრობს, ვერავინ იაზრებს მავანთა გარდა, რომ წუთისოფელია ეს ქვეყანა და აქ მარტო იმიტომ ვართ, რომ სხვას ვემსახუროთ, აღვასრულოთ ჩვენი დანიშნულება, გავცეთ უანგაროდ, ვიყოთ გამტარები სინათლის, ეს სინათლე ჩვენშია.მე პირველი ვარ ვინც ბევრი რამ არასწორად ვაკეთე, ვნანობ ბევრს, მტკივა ბევრი, მაგრამ ვცდილობ შევიცვალო... ეცადეც თქვენც დალოცვილებო ყოველი დღე იცხოვროთ და მიიტანოთ სითბო და სიყვარული სხვასთან", - წერს მათითაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი