logo_geo
გრიგოლ ჩიგოგიძე: მან მშვენივრად შეასრულა ეს ურთულესი როლი და სტუდიის ისტორიას შემორჩა ჩვენი სოფიკო
- +

1 მარტი. 2021. 13:27

 

 

„პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე, სოციალურ ქსელში საარქივო კადრებს ავრცელებს და შემდეგს წერს:

 

„სოფო შუბლაძე - ჩვენი საყვარელი სოფო. ნინოსთან ერთად ხშირად სტუმრობდა „პიონერფილმს“. მე-20 საუკუნის ოთხმოციან წლებში ფილმი გადავიღეთ „ოცნება“, ვეძებდით „ჟუვაჩკების“ გამყიდველ ბოშა ქალის როლის შემსრულებელს. ნინომ გვირჩია სოფო გადავიღოთო.

 

მან მშვენივრად შეასრულა ეს ურთულესი როლი და სტუდიის ისტორიას შემორჩა ჩვენი სოფიკო.

 

გადაღებულია 16 მმ კინოფირზე.

 

მშვიდობით“, - წერს გრიგოლ ჩიგოგიძე.

 

 

big_banner
არქივი