logo_geo
გიორგი კეკელიძე დათა პაპას სტიპენდიას აწესებს, რომელსაც ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსწავლეები პერიოდულად მიიღებენ
- +

22 მარტი. 2021. 10:56

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დათა პაპას სტიპენდიას აწესებს, რომლითაც იგი ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებს დროგამოშვებით დაეხმარება. ამის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

სტიპენდია გურული დღიურების ფონდის ფარგლებში იქნება დაწესებული.

 

„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. „გურული დღიურების ფონდი“ დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად“,- ამბობს გიორგი კეკელიძე.

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მას ოკუპირებულ სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

 

big_banner
არქივი