logo_geo
ალეკო ელისაშვილი: კახი კალაძეს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას
- +

27 მარტი. 2021. 00:59

 

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი  ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

პოლიტიკა პოლიტიკად მაგრამ პირველ რიგში ადამიანები ვართ - ჰოდა, კახი კალაძეს ვუსურვებ გამოჯართელებას და ფიზიკურ მწყობრში მალევე ჩადგომას“, - წერს ელისაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ის სამედიცინო გამოკვლევებზე იმყოფება.

 

"უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად. თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში", — წერს კალაძე.

 

big_banner
არქივი