logo_geo
მირიან ყარაულაშვილი ლაშა პაპაშვილს: ჩემს სამშობლოს არ შეიძლება, რომ ჩაწოლილი აქტივი ჰქონდეს - სამშობლო არ გიყვარს!
- +

31 მარტი. 2021. 01:52

 

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებას:

 

"... სახელმწიფო ჰყიდის თავის " ჩაწოლილ აქტივებს"!!! "

- აი, ასე  აფასებს ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი, ვინმე პაპაშვილი სახელმწიფო საინვესტიციო კომპლექსურ პროექტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს უშუალოდ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით, ქართული ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე!!!

მის საყურადღებოდ ვამბობ:

- ეს სახელმწიფო ჩემი  სამშობლოა და ჩემს  სამშობლოს არ შეიძლება, რომ ჩაწოლილი აქტივი ჰქონდეს, მით უმეტეს შენგან ამ სიტყვებით მოსახსენიებელი !!!

სამშობლო რომ არ გიყვარს, ამიტომაა მისი აქტივები "ჩაწოლილი"!!!

... უფრო მკვახედაც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვითვალისწინებ ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობას...

პ.ს.: წავა ეხლა, ჩაიცვამს სტიქაროსანის ხალათს და " ეზიარება "  უფლის მადლს...“, - წერს ყარაულაშვილი.

 

big_banner
არქივი