logo_geo
გოდერძი შარაშია: წაიკითხეთ „მუსიკოსი", მოგეწონებათ...
- +

3 აპრილი. 2021. 20:14

 

 

ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„გურამ დოჩანაშვილზე გამახსენდა...

 

შუქი თითქმის არასდროს იყო, წყალი გრაფიკით მოდიოდა, უბილეთო მგზავრები ტრამვაიზე ეკიდნენ და ამ დროს მე შემიყვარდა.

 

დილით, სამსახურში მისვლამდე მის სამსახურში მიცილებას ვასწრებდი. საღამოსაც სახლამდე მივყვებოდი. შაბათ კვირას ბევრს დავდიოთ და ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე.

 

მოკლედ, ძილის წინ სახლის ტელეფონზე აუცილებლად ვუკითხავდი რამე საინტერესოს. მე მაშინ დოჩანაშვილი ძალიან მიყვარდა. ერთი სევდიანი მოთხრობა "მუსიკოსი" ამოვიჩემე და ხშირად ვუკითხავდი. ცირასაც ისე შევაყვარე რომ სულ მთხოვდა, ეს მოთხრობა წამეკითხა. ერთხელ ტუჩის გარმონი ვიშოვე და მასწავლებელთან ვიარე ორი კვირა. ჩემგან არაფერი გამოვიდა, მაგრამ  ერთხელ როცა, ცირამ მთხოვა  "მუსიკოსი" წამეკითხა მე  მას ტელეფონში ტუჩის გარმონზე ერთი მელოდია დავუკარი და ამან ჩვენი შეუღლება დროში შეამცირა. წაიკითხეთ რა "მუსიკოსი" მოგეწონებათ“, - წერს გოდერძი შარაშია.

 

 

big_banner
არქივი