logo_geo
ზურა ხაჩიძე: ძალიან დავიღალე ამდენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით
- +

5 აპრილი. 2021. 17:05

 

 

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, გარდაიცვალა ხათუნას დედა, ნუნუ ჟორდანია.

 

„ძალიან დავიღალე ამდენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით! გარდაიცვალა ხათუნას და ჩემი დედაც, ნუნუ ჟორდანია!

 

გასვენება ხუთშაბათს 3 საათზე, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიიდან! მოიხსენოს შენი სული, ნუნუ, უფალმა სასუფეველსა თვისა! ამინ…“ – წერს ზურა „ფეისბუქზე“.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ხათუნას დედას გული აწუხებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი