logo_geo
„გთხოვთ დაგვეხმაროთ ექიმებს, რომ არ განმეორდეს ნოემბერ-დეკემბერი, არ ჩამოგვექცეს თავზე ქვეყანა“ - დავით გადელია მიმართვას ავრცელებს
- +

7 აპრილი. 2021. 21:27

 

ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

 

,,მინდა მივმართო ყველას: ხელისუფლებას პირველ რიგში! ძალიან ბევრ მეგობარ პოლიტიკოსს როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან. განსაკუთრებით კოლეგა მეგობარ პოლიტიკოსებს! ჩვენი კლინიკის სახელით მივმართავ ბატონ მამუკა ხაზარაძეს, ბატონ დავით უსუფაშვილს და ქალბატონ თინა ხიდაშელს, ბატონებს- ლევან გოგიჩაიშვილს, გედევან ფოფხაძეს.. ყველას, ყველას ვისაც ჩვენი კლინიკის მეგობრებად ვთვლით, ჩემს გიგი წერეთელს... ჟურნალისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად!

 

ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზი გადის არა პოლიტიკურ შეხედულებათა შორის, არამედ გათვიცნობიერებულ მოქალაქეობრივ პოზიციასა და გაუცნობიერებელ საფრთხეს, ასევე- გაუცნობიერებელ შიშსა და პანიკას შორის! ბევრად უფრო პრიორიტეტულია სადემარკაციო ხაზი პასუხისმგებლობის მქონე და უპასუხისმგებლო მოქალაქეებს შორის!

 

მესმის და ვეთანხმები ყველას, ვინც თვლის, რომ პანდემიის საწინააღმდეგო პროპაგანდა არასაკმარისია- როგორც მოცულობით, ასევე შემოქმედებითი კუთხით. გაუცნობიერებელ შიშთან თანდართული ინფორმაციული (საიმედო ინფორმაციას ვგულისხმობ) შიმშილი კი იწვევს ჯერ ეჭვებს, ხოლო დროთა განმავლობაში, ეჭვების გარდაქმნას ფანტასმაგორიულ თეორიებად ბოდვებად. ხშირია ამ დროს "განსვლის" ფენომენიც- საერთოდ არ ცნობს საშიშროებას და დარწმუნებულია ადამიანი, რომ არაფერიც არ ხდება ტყუილად უწესებენ რეგულაციებს "ფაშისტი" ექიმები!

 

მოგმართავთ ყველას, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს! არაა საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას დაეხმაროთ. გთხოვთ დაგვეხმაროთ ექიმებს, საკუთარ თავს, ჩვენ ქვეყანას, რომ არ განმეორდეს ნოემბერ- დეკემბერი, არ ჩამოგვექცეს თავზე ქვეყანა. შეიძლება ისეთი ადამიანები დავკარგოთ, რომ პოლიტიკა აღარც იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი!

 

ამიტომ, მოგმართავთ მათ, ვის სიტყვასაც ძალა და ავტორიტეტი აქვს. ჩვენ თავად გავხდეთ ვაქცინაციის, რეგულაციების დაცვის პროპაგანდისტები. ავუხსნათ ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავზე არ გამოუცდიათ, რა ვერაგი დაავადებაა! რა დიდ ჭირთან გვაქვს საქმე! როგორ შეიძლება გამოვიდეს ქვეყანა ამ განსაცდელისგან!", - წერს დავით გადელია.

 

big_banner
არქივი