logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: 9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება
- +

9 აპრილი. 2021. 00:31

 

დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება - საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

 

9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

big_banner
არქივი