logo_geo
„ვისაც გაინტერესებთ, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი და რატომ არ გავაჩერე მანქანა“ - რას წერს უმძიმეს ავარიაში მოყოლილი დეპუტატი?
- +

10 აპრილი. 2021. 13:12

 

რამდენიმე კვირის წინ, ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია მართავდა.

 

მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით, სალომე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ექიმ ლევან რატიანთან გადიოდა.

 

სალომე ფაცაციამ, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, „ფეისბუქზე“ დაწერა. მისი თქმით, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

 

„მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის.

 

მადლობა წმინდა გაბრიელს მფარველობისთვის.

 

არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ყველას სათითაოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მგონია, მთელი არმია კეთილი ადამინების ჩემს გვერდით იყავით და ხართ ამ გამსაცდელის ჟამს, დიდი მადლობა Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, მეუფე გერასიმეს,  Fridon Asatiani  დედა დინარის, მამა ექვთიმეს, ოჭანეს წმ.ნინოს დედათა მონასტერი, კორცხელის დედათა მონასტერი, დედა ნანას, მცხეთის სამთავრო მონასტერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო • Sakrebulo Of Zugdidi Municipality ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of  Zugdidi Municipality ზუგდიდის მერს ბატონ გიორგი გეგა შენგელია • Giorgi Gega Shengelia, ჩემს მეგობარს Konstantine Kakava Tazo Patsatsia ედიტა კოდუას, ბატონ მერაბ ქვარაია ბატონ ირაკლი ჩიქოვანი / Irakli Chikovani, გიორგი  ჩიქოვანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე. ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა. ყველა ჩემს მეგობარს (არც ერთს არ გნიშნავთ რადგან უამრავი ხართ), მამა გიორგი ნადარეიშვილი   მადლობა საპატრულო პოლიციას,  Irakli Chitanava, მალხაზ ხარჩილავას, მადლობა Михаил Хубутия 

 

მადლობა იმ უცნობ ადამიანს ვისაც სასწრაფოს მოსვლამდე ჩემი დასისხლიანებულს თავს გულში იხუტებდა.... Marika Shengelia

 

ეხლა რაც შეეხება კლინიკას სადაც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიან.

 

დავიწყებ Levani Ratiani - თ

 

ტკივილისგან გამწარებულს ტელეფონში ხმა მესმის

 

„მოლართ კუჩხის ქიგგორინუანქ“

 

მითხრა და ორ წუთში ხელი მოვაწერე თბილისში გადაყვანაზე, სიტყვები არმყოფნის ამ ადმიანის საქები, ეს ადმიანი არის ანგელოზი დედამიწაზე, ყველაზე ძლიერმა ტკივილდამაყუჩებელმა ვერ დამიყუჩა ტკივილი....

 

ტკივილისგან, ცრემლით დასველებული სახე მისმა „ბუთქუჩა” თითებმა ჩამიხუტა და ტკივილმაც გამიარა, პროფესიონალი, თავის საქმის მცოდნე, ჩვენ ის უფალმა გამოგვიგზვნა და უნდა გავუბრთხილდეთ. რეანიმაციაში ვითვლიდი თუ რამდენ ადმიანს ჩუქნიან სიცოცხლეს, რამდენ ოჯახს აბედნიერებენ. გიორგი ბარაბაძე თავის საქმის პროფესიონალი, უთბილესი და ყურადღებიანი ადამიანი, რეანიმაციის მთელს გუნდს ძალიან დიდი მადლობა Gio Chikovani -ს, თიკო  ექიმს რომელიც ორსულადაა და 24 საათი სხვების სიცოცხლის გადასარჩენად რეანიმაციაშია, მადლობა ჩემს ექიმებს გიორგი ობგაიძეს, ლევან ჩიკვატიას, ირაკლი გარდავას, ბესოს ყველანი ხართ პროფესიონალები.

 

არ ვიცი მაპატიეთ ბოლომდე ვერ ვწერ ჩემს სათქმელს.

 

დღეს გამომწერეს, მარცხენა ფეხზე გამიკეთდა მენჯ ბარძაყის და წვივის ოპერაცია. სახლში თბილისში გავივლი რეაბილიტაციის პერიოდს, მჯერა ღვთის მადლით მალე დაგიბრუნდებით და ძალიან მალე  წამოვდგები ფეხზე.

P.S:

 

იმათ ვისაც გაინტერესეთ, მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე, რატომ არ გავაჩერე და ა.შ.....

 

ყველაფერი უფლის ნებაა.

 

გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

 

გვახსოვდეს!!!

 

წამია წუთი სოფელი

 

ბოდიში მატარებლის მემანქანეს რომელიც ავაფორიაქე..

 

(ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ დამიკავშირდებით)

 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობა უნდა იამაყოთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic - ით,“ - წერს სალომე ფაცაცია.

big_banner
არქივი