logo_geo
„ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა გოგოს უმოწყალოდ!“ – მსახიობის წინააღმდეგ ახალი სკანდალი გორდება
- +

14 აპრილი. 2021. 15:41

 

 

ბესო ზანგურის და ნინუცა მაყაშვილის სკანდალის გარშემო, საზოგადოების ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა, რომლის თქმით, ზანგურმა ფიზიკურად შეყვარებულზე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც იძალადა.

 

„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს.

 

სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად!

 

„დაგმობა“ ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ, ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, „ეროვნული სტატუსიც“ უკან გაიკეთეთ!“ – წერს ელენე მაცხონაშვილი.

big_banner
არქივი