logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ვაქცინაცია ჩავიტარე თელავში - მსურს, ვაჩვენო მოსახლეობას, რომ აცრა არის აუცილებელი
- +

14 აპრილი. 2021. 20:42

 

„დღეს, კოვიდვაქცინაცია ჩავიტარე ქალაქ თელავში, რადგან ეს მუნიციპალიტეტი ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შემოდის და მსურს, ვაჩვენო მოსახლეობას, რომ აცრა არის აუცილებელი“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, იგი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

 

„მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, ჯერ კიდევ ვებრძვით პანდემიას, ე.წ. მესამე ტალღა ემუქრება მსოფლიოს და აქედან გამომდინარე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მართებს პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა დავიცათ და შევასრულოთ ყველა ის რეგულაცია, რაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არის დადგენილი.

 

დღეს, კოვიდვაქცინაცია ჩავიტარე ქალაქ თელავში, რადგან ეს მუნიციპალიტეტი ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შემოდის და მსურს, ვაჩვენო მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. განსაკუთრებით მათთვის, რომელთა ასაკობრივი ჯგუფი ამის საშუალებას იძლევა. თითოეულმა ადამიანმა, ვინც ასაცრელთა კატეგორიაში შედის, ეს საშუალება აუცილებლად უნდა გამოიყენოს. აცრა ჩამიტარდა „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინით, რომელიც არის უსაფრთხო. ამ ეტაპზე, თავს ნორმალურად ვგრძნობ“, - წერს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

big_banner
არქივი