logo_geo
გიორგი კალანდია: ოსებმა ოქონის ხატი თურმე მოსკოვში უნდა ეძებონ…
- +

2 მაისი. 2021. 14:30

 

 

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ოქონის ხატის ფოტოს აქვეყნებს ჯუანშერ ვათეიშვილის არქივიდან.

 

„დღეს პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის არქივში ერთი ძალიან საინტერესო ფოტო აღმოვაჩინე: თანდართული აღწერილობის მიხედვით ირკვევა, რომ ეს ოქონის ხატია, რომელიც თურმე მოსკოვში „არუჟენნაია პალატაში” ინახება. მასზე არსებული ასომთავრული ქართული წარწერის მიხედვით: „ოქონის ხატი” მეფე არჩილსა და მის მეუღლეს, დედოფალ ქეთევანს ეკუთვნოდა! გარდა იმისა, რომ ხატი საინტერესო ხელოვნების ნიმუშია, რატომ გავამახვილე მასზე ყურადღება?!

 

ცნობილია, რომ ოსური მხარე უკვე რამდენიმე წელია, ქართული მხარისაგან დაჟინებით ითხოვს, 1992 წელს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგულ და 2004 წელს კრისტის აუქციონის მიერ საქართველოსათვის დაბრუნებულ ხატს, რომელსაც ოსები ოქონის ხატად მიიჩნევენ.

 

ციტატა: „2002 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი აცხადებდა, რომ ეს ხატი „სამხრეთ ოსეთის ხალხის მონაპოვარი და კულტურული მემკვიდრეობაა“ და აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მათ”.

 

ჰოდა, აგერ სამართლიანი გამოსავალი ნაპოვნია! ოსებმა ოქონის ხატი თურმე მოსკოვში უნდა ეძებონ, იქ არის „ოსეთის ხალხის მონაპოვარი და მემკვიდრეობა”. თან ქართული წარწერით, ქართველი მეფისა და დედოფლის მოხსენიებით!

 

ასე რომ,  მომავალში თუ მოლაპარაკებების დროს ეს საკითხი ოსური მხარის მიერ კვლავ წამოიჭრა, მზად ვართ, დოკუმენტურად მივაწოდოთ მასალა, მოსკოვის რომელ მუზეუმში უნდა ეძებონ „ოქონის ხატი”, – წერს გიორგი კალანდია.

 

 

 

big_banner
არქივი