logo_geo
დავით ქართველიშვილი: მიუხედავად გამოცხადებული შეზღუდვისა, საფლავებთან მოხვედრის სურვილით, ტერიტორიაზე შეიმჩნევა ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაკადი...
- +

4 მაისი. 2021. 02:39

 

 

ანალტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„დილიდან სოფლის სასაფლაოსთან კრიმპოლის ეკიპაჟი მორიგეობს... მიუხედავად გამოცხადებული შეზღუდვისა, ისე, ყოველი შემთხვევისთვის საფლავებთან მოხვედრის სურვილით, ტერიტორიაზე  შეიმჩნევა ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაკადი. დელეგატიც შეირჩა მათ რიგებში, მიუახლოვდა პოლიციელს, მიესალმა და იკითხა: "რაო, საერთოდ არ შეიძლებაა?"...

პოლიციელმაც უპასუხა, არც არანაირი პრობლემა არ იქნებოდაო, დანამდვილებით რომ გვცოდნოდა, რომ ახვიდოდით საფლავზე, სამგზის აღდგომის ტროპარს იტყოდით, იმ წმიდანის ტროპარ/კონდაკს წაიკითხავდით, ვის სახელსაც ატარებდა თქვენი მიცვალებული  და მობრუნდებოდით სახლში...

პაუზა.

სოფლელებთან მიბრუნებულმა დელეგატმა, კითხვაზე - "რაო, რა გითხრა?" - არაო, არ შეიძლებაო შესვლა, ეგრე მიპასუხაო...

ქრისტე აღსდგა, მართლმადიდებელნო!“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

big_banner
არქივი