logo_geo
ამირან სალუქვაძე: იყო დრო, ქალაქებს 30-50 წლის პერსპექტივით გეგმავდნენ, ფართო ქუჩებით, გადასასვლელებით, მოედნებით...
- +

5 მაისი. 2021. 02:24

 

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ასე რომ ქალაქს ჩააბეტონებ...

თან ორთავე კორპუსს რომ აივნები აქვს...

ყველაზე მეტად ვინც ჩააბეტონა ქალაქი, ის ჰგონიათ ყველაზე მაგარი მერი...

ადრე დავდე ფოტო, ერევანში, ქალაქის ცენტრში, ერევნის არქიტექტორის, ტამანიანის უზარმაზარი ძეგლი დგას. რატომ?

ჩვენთან სამარცხვინო დაფა უნდა გავაკეთოთ და, ვინც ქალაქი დაამახინჯა, ვინც უსაფრთხოების და კეთილმოწყობის ელემენტარული ნორმები არ დაიცვა, მერებიან არქიტექტორებიანად უნდა გამოაჭრელო. ისე, დასაჭერებიც არიან...

ძეგლს ვინ იმსახურებს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ამ 30 წლის მანძილზე არავინ. თუ აწი დაიმსახურებს ვინმე, არ ვიცი...

იყო დრო, ქალაქებს 30-50 წლის პერსპექტივით გეგმავდნენ, ფაქრთო ქუჩებით, ტროტუარებით, გადასასვლელებით, მოედნებით... გავიდა ეს 30-50 წელი და მოვიდნენ ჩამბეტონებლები, რეგრესულად მოაზროვნეები...“, - წერს სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი