logo_geo
დეკანოზი თამაზ ლომიძე: თუ ბერი ხარ, შეეშვი მუშტს და ხმალს
- +

6 მაისი. 2021. 02:37

 

 

„მომავალ თაობას, ბავშვებს ასე უნდა ვასწავლოთ: არაა სამაგალითო და არ მიბაძოთ თორნიკე ერისთავს, იგივე ბერ იოანეს“, - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს,  რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.

 

„თუ ბერი ხარ, შეეშვი მუშტს და ხმალს. ერთ ყვრიმალში რომ გაგარტყამენ, მიუშვირე მეორე; თუ ერის კაცი და მეომარი ხარ, უშიშარი იყავი და არ გააგდო ხმალი ხელიდან შენი ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში. ერთად არ გამოდის ეს ორი - ბერობაც და მუშტიც. სიმახინჯეა და ბოროტებაა ამათი ერთმანეთში აღრევა“, - წერს დეკანოზი.

 

 

big_banner
არქივი