logo_geo
გიორგი ფხაკაძე: ევროკაშირი გადადის „ფაიზერზე“… ვაქცინაცია იქნება სავალდებულო
- +

10 მაისი. 2021. 14:44

 

 

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შესახებ უახლეს ინფორმაციას აზიარებს.

 

„როცა ვამბობდი, რომ ეს ფარმაკომპანიები ყველა არიან საშიში, რა პასუხი მივიღე …

 

„ფაიზერი“ აპირებს ფასის აწევას 19.5$-დან 175$-მდე (სხვა წყაროებში $26 მილიარდის მოგებას აპირებს 2021წელს ამ ვაქცინით მარტო).

 

როგორც კი „ფაიზერი“ მიიღებს სრულ თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან, ეს იქნება ფასის აწევის „მიზეზი“.

 

რომ გეუბნებოდით, რომ 6 თვის მერე მე-3 დოზის გაკეთება იქნება საჭირო, ქართველი „ექსპერტები“ დამესივნენ და გადამიარეს. აგერ „ფაიზერის აღიარება“ წაიკითხეთ.

 

როგორც კი „ფაიზერი“ მიიღებს თანხმობას ამერიკის წამლის სააგენტოდან, ვაქცინაცია ამ ვაქცინით იქნება სავალდებულო ჯერ ალბათ შეერთებულ შტატებში, მერე ევროკავშირში და მერე სხვაგან.

 

 

ევროკაშირი გადადის „ფაიზერზე“, ისე, რომ იცოდეთ…

 

დასკვნა: „ფაიზერმა“ ჩაიგდო ხელში საკმაოდ ძლიერი ბერკეტი… იმედია, სხვა მწარმოებლები (კარგი იქნებოდა ევროპელი) შეძლებენ შეუტიონ ამ მონსტრს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

big_banner
არქივი