logo_geo
თამარ ჟამურაშვილი: აუცილებლად უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რისი საშუალებაც არსებობს ქვეყანაში!
- +

23 მაისი. 2021. 23:47

 

 

„აუცილებლად უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რისი საშუალებაც არსებობს ქვეყანაში! ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რას უნდა ველოდოთ მოცემული ვაქცინისგან,“ – ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

„უსაფრთხოების ზომების (პირბადე, დისტანცია) შესუსტება, სანამ ქვეყანაში მოსახლეობის 60% არ იქნება ვაქცინირებული სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს! განსაკუთრებით დაბალეფექტური ვაქცინის ფონზე!

 

მცდარია შეხედულება, რომ ვაქცინაციის შემდეგ პირბადე და დისტანცია არ გვჭირდება. 29 დეკემბერს ვარ ფაიზერით აცრილი, მაგრამ დღემდე ვიცავ უსაფრთხოების ზომებს და ყველას გირჩევთ, სანამ ქვეყნის უმრავლესობა არ იქნება ვაქცინირებული.

 

სინოვაკი Sinovac/CoronaVac COVID-19 vaccine – ელოდება ჯანმოს ავტორიზაციას. სინოფარმთან შედარებით, უფრო მეტი მონაცემებია, თუმცა სანდოობა აქაც შეზღუდული.

 

კვლევის მე-3 ფაზა ჩატარდა:

 

ჩინეთში (1 040 ჯანმრთელი მონაწილე ≥ 18 წ., 25 % მონაწილეების ≥ 60წ), კვლევა დასრულებულია.

 

ბრაზილიაში (12 688 ჯანმრთელი მონაწილე ≥ 18 წ, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებიც მუშაობენ პაციენტებთან Covid-19-ით), შუალედური მონაცემები.

 

ინდონეზიაში (1 620 ჯანმრთელი მონაწილე). შუალედური მონაცემები.

 

თურქეთში (13 000 ჯანმრთელი მონაწილე 18-59წ), შუალედური მონაცემები.

 

ჩილეში (2 300 ჯანმრთელი მონაწილე ≥ 18 წ), შუალედური მონაცემები.

 

 

 

ეფექტურობა სხვადასხვა კვლევაში და ქვეყანაში მერყეობს 51%-დან 84% მდე, დაცვა მძიმე მიმდინარეობისგან 85%-დან 100%-მდე

 

თურქეთი: დაცვა სიმპტომური მიმდინარეობისგან 84%, დაცვა მძიმე ფორმისგან 100%

 

ჩილე: დაცვა სიმპტომური მიმდინარეობისგან 67%, დაცვა მძიმე ფორმისგან 85%

 

ინდონეზია: დაცვა სიმპტომური მიმდინარეობისგან 65%, დაცვა მძიმე ფორმისგან ?

 

ბრაზილია: დაცვა სიმპტომური მიმდინარეობისგან 51%, დაცვა მძიმე ფორმისგან 100%

 

თანმხლები დაავადებების მქონე პირებში ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ბრაზილიაში და შეადგენდა 48.9% (95%CI 26.6, 64.5).

 

სუბჯგუფების შესახებ ინფორმაცია ლიმიტირებულია მონაწილეთა შეზღუდულის რაოდენობის გამო.

 

ხანდაზმულ პირებში ეფექტურობის შეფასება ვერ ხერხდება მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო (2 შემთხვევა ვაქცინის ჯგუფში, 4 შემთხვევა პლაცებო ჯგუფში, VE=51.1 (95%CI -166.9, 91.0).

 

გვერდითი მოვლენები უმტესწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

 

ჩინეთი: სულ გაკეთდა 35.8 მილიონი დოზა. მათგან გამოვლინდა 49 სერიოზული გვერდითი მოვლენა, მათ შორის ანაფილაქსია, ჰენოხ-შონლაინის პურპურა, ლარინგოედემა, დემიელინიზაცია, ცერებრული ჰემორაგია (n≤6)

 

ჩილე: გაკეთდა 3,7 მილიონი დოზა. გამოვლინდა 90 სერიოზული გვერდითი მოვლენა. ძირითადად იყო ანაფილაქსიის კლინიკური სიმპტომები სიხშირით 1.7/100,000 დოზაზე, უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა Covid ვაქცინების შემთხვევაში“, – ვკითხულობთ პოსტში.

 

 

big_banner
არქივი