logo_geo
მაკა რაზმაძე: როცა გასაყიდ ნივთზე კითხულობთ ფასს და გეუბნებიან – „პირადში მოგწერთ“, იცოდეთ...
- +

24 მაისი. 2021. 16:15

 

ხშირად, როცა ინტერნეტში რაიმე საინტერესო გასაყიდ ნივთს წავაწყდებით, მას ფასი არ აწერია. როცა ფასს ვკითხულობთ, გვპასუხობენ – „პირადში მოგწერთ“.

 

ყველას აინტერესებს, რა მიზნით იქცევიან ასე გამყიდველები.

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ამ თემაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პირად გამოცდილებას გვიზიარებს.

 

„სულ მინდოდა ამის დაწერა და ბარემ დავწერ ახლა.

 

როცა აქ რაიმე გასაყიდ ნივთზე კითხულობთ ფასს და გეუბნებიან – „პირადში მოგწერთ“, უკვე იცოდეთ, რომ არის იაფფასიანი ის ნივთი და ღირს იმის ნახევარი, რასაც მოგწერენ იმ „პირადში”.

 

დიდი ხანია ამას ვაკვირდები და უკვე ზუსტად ვიცი, რომ ასეა. სათვალე, რომელიც აქ ღირდა ვითომ 44, 50, 60 ან მეტი ლარი, სინამდვილეში ყრია ბაზრობებზე და ღირს 15-20 ლარი.

 

ასევე ლინზები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა ნივთები“, – წერს მაკა რაზმაძე.

big_banner
არქივი