logo_geo
ნანუკა ჟორჟოლიანი: ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე!
- +

25 მაისი. 2021. 11:39

 

 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება ვარლამ გოლეთიანის საზოგადოებისადმი მოწოდებას  იმის შესახებ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმის ნაცვლად, მათ აქციას შეუერთდნენ.

 

„მახსოვს, 2006 წელს, ოპოზიციის აქციაზე გაისმა მოწოდება, აღლუმი ჩავშალოთო და ვთვლიდი რომ ძალიან არასახელმწიფოებრივი განცხადება იყო. დღესაც იმავეს ვფიქრობ. მე რომ გავდიოდე რუსთაველზე, აუცილებლად წავიდოდი აღლუმზე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლებაში, აღლუმი, კონკრეტული თარიღები, სიმბოლიკები ხელუხლებელია. ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი