logo_geo
მიშა სულუხია: „ევროვიზიის“ გამარჯვების მუღამი თუ გაქვთ, მაშინ მე მზად ვარ, ეს გავაკეთო!
- +

26 მაისი. 2021. 16:44

 

მომღერალი მიშა სულუხია „ევროვიზიის“ მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს მარცხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მზადაა, თავად ჩაერთოს მოსამზადებელ პროცესში და წარმატების იმედიც აქვს.

 

„ევროვიზიის“ გამარჯვების ან მინიმუმ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნომრით ტკბობის მუღამი თუ გვაქვს, მაშინ მე მზად ვარ, ეს გავაკეთო!!! რადგან ცოტათი მართლა განვიცდი ამ ამბავს, როგორც დასავლური ორიენტაციის მუსიკოსი. მომღერლები, როგორც ყოველთვის სუპერ, და იდეა, უმეტეს შემთხვევაში არაადეკვატური. ნუ მოგერიდებათ, დამტვირთეთ… არ აქვს მნიშვნელობა, მე წარვდგები შემსრულებლად თუ სხვა, მზად ვარ, ის გავაკეთო, რასაც ზემოთ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმები ახლა სულ სხვაგან არის, მზად ვარ, დავეხმარო საევროვიზიო საბჭოს მრავალწლიან მიზანთან დაახლოებაში…

 

ხელოვნებას სჭირდება თანამოაზრეებისა და ერთიანი გუნდის ნდობა მის მიმართ, ვინც ამ საქმეს ხელს ჰკიდებს. პრინციპები მეათეხარისხოვანია“, – წერს მიშა სულუხია.

 

ცნობისთვის, „ევროვიზიის“ რიგით 65-ე კონკურსი როტერდამში გაიმართა.

 

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „You“ შეასრულა. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენელი ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა. კონკურსის გამარჯვებული იტალიური ჯგუფი „Måneskin“ გახდა.

 

 

 

big_banner
არქივი