logo_geo
მაია კახიძე: სამწუხაროდ, გარდაიცვალა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა
- +

29 მაისი. 2021. 12:51

 

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტის და რეჟისორის, ირინა ბოკუჩავას გარდაცვალების გამო.

 

„სამწუხაროდ, გარდაიცვალა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა

 

ახლობლების ინფორმაციით, ირინა ბოკუჩავას კორონავირუსი ჰქონდა. ის კლინიკაში 30 აპრილს მოათავსეს.

 

მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, ბოლოს სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ამ ახალგაზრდა ქალმა მაინც რამდენი მოასწრო, იცით? თუნდაც კოდორის ხეობაში გადაღებები რად ღირს.

 

ირინა ბოკუჩავა არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა", რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს...ირინა ბოკუჩავა წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ტელერადიო კომპანიაში.

 

ვუთანაგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს. კიდევ ერთი უნიჭიერესი ქართველის შეუერთდა იმიერს.

 

ღმერთო, როგორ მენანება ყველა...ირინა, რამდენი რამ დაგირჩა განუხორციელებელი... უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი!“ - წერს სოციალურ ქსელში მაია კახიძე.

 

 

big_banner
არქივი