logo_geo
რეზო ჩხიკვიშვილი: ძალიან გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები...
- +

29 მაისი. 2021. 23:48

 

 

მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩვენო ძვირფასო მარინა, მას შემდეგ რაც მე და ლევანმა, ეს საშინელი ამბავი გავიგეთ, ვცდილობთ ყოველ დღე ერთმანეთი ვანუგეშოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ  სამწუხაროდ არ გამოგვდის. ორივეს ძალიან გვიჭირს, ძალიან ძნელია იმის გააზრება, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარა ხარ, ვერ ვეგუებით ამ მწარე სიმართლეს. ვიხსენებთ შენთან გატარებულ დღეებს, წუთებს, თეატრსა თუ კინოში, რისი ბედნიერებაც ორივეს გვხვდა წილად. ეს იქნებოდა "თეთრი კურდღელი", "ოტელო", "კუკარაჩა" თუ "ევრიდიკე". ვცდილობთ, გვინდა რომ ხმა მოგაწვდინოთ და იმედია, სადაც ხარ და იქნები, მაინც გაიგებ ჩვენი გულიდან ნათქვამ სიტყვებს, რომ ძალიან გვიყვარხარ და მუდამ გვეყვარები, სანამ ამქვეყნად ვიქნებით, ჩვენო ლამაზო, ნიჭიერო, უსათნოესო, კეთილშობილო, სულით ხორცამდე ჭეშმარიტო ხელოვანო, მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის ჩვენი ქართული მიწა. “- წერს ჩხიკვიშვილი.

 

 

big_banner
არქივი