logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ძვირფასი მეგობარი, ბერნარ უტიე გვეწვია
- +

30 მაისი. 2021. 00:15

 

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვყენებს:

 

„ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის  ძვირფასი მეგობარი, ქართველოლოგი, უკვე ოქროს საწმისის ორდენის კავალერი ბერნარ უტიე გვეწვია. მან ბრწყინვალე საჩუქარიც მოგვიტანა: კალისტრატე სალიას ალბომი და ფოტოები. კალისტრატე სალიას და მისი მეუღლის - ნინოს ფოტოების გარდა აქ არის სხვა ცნობილ პირთა ფოტოებიც. აღნიშნული კოლექცია ავსებს ბატონი ბერნარის მიერ გადმოცემული სალიების ფოტოალბომების კოლექციას. აქ არის ბატონ ბერნართან მოხვედრილი სხვა ქართველოლოგთა ფოტომასალაც. შევთანხმდით , რომ ეს კოლექცია საფუძველს დაუდებს ბატონი ბერნარის პირად არქივ-ბიბლიოთეკას, რომელიც შემდგომ გაფართოვდება.“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი