logo_geo
გია ჯაჯანიძე: მთავარი კაცთა მოდგმის სიყვარულია, რომელიც ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა
- +

7 ივნისი. 2021. 15:23

 

 

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„რა სასაცილო  და რა საცოდავია ადამიანი.

 

ვინც ჩაუღრმავდა, მიხვდა, რომ უსუსურია კაცთა მოდგმა, შიშის, ავადმყოფობის, სიკვდილის წინაშე.

 

დააკვირდით, ყველა იმას ამტკიცებს, რომ რაღაცას წარმოადგენს.

 

დააკვირდით, ყველა პოულობს თავის თავში რაღაცას, რითაც იტრაბახებს.

 

დღეს პატარა ბავშვს დედამ მარწყვი უყიდა.

 

ისეთი ბედნიერი იყო ბავშვი, სიხარულით დახტოდა და კისკისებდა.

 

მდიდრების ბავშვებს ასე არ უხარიათ.

 

ღარიბი სულით და გულით ბედნიერია, საჭმლის ფულს რომ შოულობს, ჭერს რომ შეიძენს, ან სამსახურს იშოვის, სულერთია, რას.

 

არასოდეს მავიწყდება მომაკვდავი, ჩემი ახლობელი, ცნობილი, მდიდარი, დაფასებული, ამაყი.

 

ყოველთვის ამტკიცებდა თავის სიძლიერეს და ხაზს უსვამდა თავის ძალაუფლებას.

 

ვუყურებდი მის ჩამქრალ თვალებს და მივხვდი, მართლა მივხვდი, რომ ამაოა ცხოვრება და არაფერს არ ნიშნავს, რას წარმოადგენ.

 

ადამიანი, ვერც სხვის და ვერც საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს. ყველამ იცის, რომ კეთილია და არ შურს.

 

ერთ რეანიმატოლოგს ვიცნობ, ონკოლოგიურში მუშაობს, სასწაულ ამბებს მიყვება, რას უყვებიან მომაკვდავები.

 

ფრთხილად იყავი, დააკვირდი შენს ქმედებებს, შენს  საქციელს, შენს ურთიერთობებს და მიხვდი, მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია, არა სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე.

 

მთავარი კაცთა მოდგმის სიყვარულია, რომელიც ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა.

 

ჰოდა, ღმერთის ხატს და მსგავსს რომ ებრძვი, ტკენ, ცილს სწამებ, ამცირებ და ამწარებ, მერე რატომღა გიკვირს, შავი დღე რომ დაგადგა?

 

თუ საკუთარი თავი და ზოგადად ადამიანი გიყვარს, შეცდომებს არ ჩაიდენ და არც სხვას დააბრალებ შენს გაფუჭებულ საქმეს.

 

წავიდა, დარჩა მხოლოდ სახელი, რითაც შეიძლება ქვეყანამ და ოჯახის წევრებმა იტრაბახონ.

 

არადა, რა ადვილია, იცხოვრო მშვიდად.

 

დატკბი იმით, რაც მოგეცა, თორემ წაგერთმევა.

 

ასე ყოფილა ოდითგან, თუ კარგად მიიხედ-მოიხედავ“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

 

 

big_banner
არქივი