logo_geo
მაია კახიძე: ვის ატყუებ, გახარია?!
- +

19 ივნისი. 2021. 14:41

 

ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვის ატყუებ, გახარია?!

 

აი, ხომ გამოგვიცხადა გახარიამ ნახევარი წლის წინ: ონკოპაციენტები ერთ თეთრსაც არაფერში აღარ გადაიხდიანო?! კარგი, რაა, გიორგი! ერთი კონტრასტის ნემსის საფასური (5 ლარი ფასდაკლებით...ვიცინო თუ ვიტირო 5 ლარზე, ჯერ ვერ დავაზუსტე... ) დღეს ისევ გადავიხადე კლინიკაში! რა გახდა ეს ერთი პაწია კონტრასტის ორი გრამი სითხე? რა ქნას ონკოპაციენტმა, ფული თუ არ აქვს, ისიც ვერ გაიგოს კიბო როგორაა და რა მდგომარეობაშია?! უკვე მეხუთედ გადავიხადე და 1000 ლარი მარტო ჩემგან შევიდა სალაროში ამ ორ გრამ წამალში. დანარჩენი?! იმდენი რამ სჭირდება ავადმყოფს, ვფიქრობ, მანდ წარმოდგენაც არ გაქვთ.

 

არადა,  ონკოპაციენტიებით სავსეა ეს პატარა საქართველო და სხვაც რამდენია, ვისაც რეზონანსული ტომოგრაფია სჭირდება და კიდევ რა აღარ.

 

მახსოვს, სულ პირველად 500 ლარამდე გადავიხადე, მაშინ ჯერ არ იყო ჩემი მეუღლე აღრიცხვაზე.

 

ჰო, ამ ჯერზე, სისხლის ერთი ანალიზიც დაფინანსდა და კატე, მადლობა, მაგრამ თუ აფინანსებ, რაღაზე მახდევინებ, 190 + 22+12+ 35+ ტრასპორტირება და ა.შ. ეს რაღა ერთი თეთრის არ გადახდაა? მაინც გამორჩენაზე ხართ ხომ?! ორი დღის მერე დასკვნის პასუხზე ხელმეორე ტრანპორტირება...

 

 რაო, ონკოავადმყოფს სიცოცხლის უფლებას ართმევთ თუ ეღადავებით?! არსებობაც ხომ უნდა ავადმყოფს, ადამიანებად არ თვლით? თუ აკეთებთ კეთილ საქმეს, ნება იბოძეთ დაა ბოლომდე გააკეთეთ, კი ნუ უცლით ავადმყოფს ჯიბეს.

 

ცხელ ხაზზეც ხელებს შლიან - ჩვენ რა ვქნათო....

 

საშინლად მერიდება საკუთარ პრობლემაზე  ხმის ამოღება. ორი წელი კი ვიხადე, ვინ იცის, რამდენი, შარშან მეგობრები მომეხმარნენ და წელს ნათლული.

 

ვიწვი უხერხულობით... მაგრამ ესეც რომ მეცოდება, ჩემი ქმარი? ზოგჯერ ისე საცოდავად შეიკეცავს სავარძელში ძვლებს...განა ადვილია ჩემთვის ამის ყურება? ზომეტა იყო და 12 თვე 240 ლარი ვიხადე...

 

ჰოდა, თუ აფინანსებთ და გაიძახით, თვეში 8 000 ლარიო...აბა, სად არის 8 000? მაინც გვახდევინებთ... დედამიწაზე კი ონკოლოგია უფასოა, მხოლოდ ჩვენთან იხდიან ფულს...

 

ჩემი დიაბეტის წამალიც ასეა...ვითომ მერიის პროგრამითაა, მიხვალ და აფთიაქი  გეუბნება: მერიისგან არ გვაქვს თანხმობა ამ პრეპარატზეო და კიდევ სხვა პრეპარატებზეც... ვითომ, აიო, ვზრუნავთო, სინამდვილეში კი...ფაფუუუუ.... სულ ტყუილად დავხეტიალობ აფთიაქებში, უცნაურად კი მიყურებენ ოპერატორები, - რას დაეძებ, ქალბატონოო?..

 

ვითომ, არ ვიცოდე, დიაბეტის საუკეთესო წამალი იუნუმეტი 60 აბი 180 ლარი რომ ღირს. მე კი იაფსაც არ მაძლევენ. მოკლედ, იშვიათად, მაგრამ როცა ძალიან ვმწარდები, ვიღებ ხმას.

 

ჰო, წერაა ჩემი წამალი...

 

მოკლედ, ვერ ვიტან ტყუილს და მატყუარებს. გახარია შენ და ყველას, ვისაც ეს საკითხები გეხებათ, წადი თქვენი!!!“ - წერს მაია კახიძე.

 

big_banner
არქივი