logo_geo
„ვინც ხელს მოაწერს, შემოვუშვათ! ვინც ხელს არ მოაწერს, საზღვრიდან გავაბრუნოთ!“ - ბონდო მძინარაშვილის ინიციატივა
- +

22 ივნისი. 2021. 02:29

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყველა შემომსვლელს უნდა გადაეცეს სპეციალური ბლანკი საქართველოს რუკით და ტექსტით, რომ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე დავწერე და ტელეგადაცემებშიც ვთქვი, რომ კანონში უნდა ჩავწეროთ და საქართველოში არ უნდა შემოვუშვათ, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ახლა კი ახალ ინიციატივას გთავაზობთ:

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყველა (ყველას! ნებისმიერი ქვეყნიდან!) შემომსვლელს უნდა გადაეცეს სპეციალური ბლანკი საქართველოს რუკით და ტექსტით, რომ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში!

ვინც ხელს მოაწერს, შემოვუშვათ!

ვინც ხელს არ მოაწერს, საზღვრიდან გავაბრუნოთ!

რას იტყვით?“, - წერს მძინარაშვილი.

 

big_banner
არქივი