logo_geo
მარიამ გოგიშვილი: ლექსომ მითხრა პატრიარქი მზის სხივი დედამიწაზე, მინდა ჩავეხუტო და იმათ მაგივრად მოვუხადო ბოდიში, ასე რომ ულახავენ სახელსო
- +

11 ივლისი. 2021. 19:52

 

საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილი ლექსო ლაშქარავას  ბოლო საუბარს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

 

„შეძრული ვარ ლექსოს ამბით

 

რამდენიმე დღის წინ ვიყავი მის სანახავად. ვისაუბრეთ მშვიდად, აქეთ მანუგეშა ლიფტამდე გამომაცილა, დამემშვიდობა და რაზეც შევთანხმდით ის შემახსენა არ დაგავიწყდესო…. ორი დღეა გამოეწერა სავადმყოფოდან და თვითონ დამირეკა, მარიამ გამოვეწერე კარგად ვარ და როდის ვნახავ პატრიარქსო? მე მას ვუთხარი ამ დღეებში შევალთ აუცილებლადთქო! ჩემი პატრიარქი არის ჩემთვის მზის სხივი დედამიწაზეო, მისი ხელის დადებით მე გავხდები ბედნიერიო, მინდა ჩავეხუტო და იმათ მაგივრად მე მოვუხადო ბოდიში (სასულერო პირებზე, ერის ადამიანებზე და იმ ადამინებზე ვინც ესე მოექცა მას) ასე რომ ულახავენ სახელსო.

 

ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება ლექსო და ვერასოდეს მოვინელებ ასე სწრაფად რომ ვერ აგიხდინე სურვილი.

 

აქ კიდევ ერთხელ ჩანს მისი საოცარი ადამიანობა

 

მე ამ პოსტით გაუსვი მის ადამიანობას ხაზი, გამაოცა მისმა გულმა და სულმა, რაც მას უქნეს და ამის მერე ეს სიტყვები მითხრა მართლა აღვფრთოვანდი…. ამიტომ დავწერე სხვა განზრახვა არ მქონია! თქვენ კიდე თავს დამესხით და ისე გამიმეტეთ სიცოცხლე აღარ მინდა!“ - წერს მარიამ გოგიშვილი.

 

big_banner
არქივი