logo_geo
გიორგი ფხაკაძე: მითხარით, რა ვთქვი და რა არ მოხდა
- +

14 ივლისი. 2021. 15:33

 

 

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში „ფაიზერის“ შემოსვლას ეხმაურება.

 

ფხაკაძე ყველას მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ვაქცინაზე.

 

„ფაიზერი“ შემოსულა. მეგობრებო, გაიხსენეთ, მე გითხარით, რომ ივლისში „ფაიზერი“ იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში.

 

მითხარით, რა ვთქვი და რა არ შესრულდა ან არ მოხდა. გთხოვთ ერთ რამეს, ვიყოთ პოზიტიურები…

 

გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე ხალხმრავალ ადგილებში (აცრილები და არააცრილები, კოვიდ გადატანილები და კოვიდ ჯერ არგადატანილები)

 

მეგობრებო, დარეგისტრირდით „ფაიზერის“ ვაქცინაზე… ეს ჩემი რჩევაა ჩემი მეგობრებისადმი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში „Pfizer“ შემოვიდა. რეგისტრაცია 15:00 საათზე დაიწყება.

big_banner
არქივი