logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: რა თქმა უნდა, ისევ „ქართუ“!
- +

16 ნოემბერი. 2016. 10:49


 

„რა თქმა უნდა, ისევ „ქართუ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი წერს და აქვე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბათუმში კაფე „ფანტაზიას", იგივე „რვაფეხას" რესტავრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.


„ბათუმში, კაფე „ფანტაზიას", იგივე „რვაფეხას" რესტავრაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

 

განცხადება ამის თაობაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და ქალაქის მერმა, გიორგი ერმაკოვმა გააკეთეს.

 

მათი ინფორმაციით, „რვაფეხას" რესტავრაციაზე მოლაპარაკებები ფონდ „ქართუსთან" მიმდინარეობს და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია. ამ ეტაპზე რესტავრაციის ღირებულების ან ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.

 

„რვაფეხა", იგივე კაფე „ფანტაზია"ბათუმში 1980 წლიდან მუშაობდა, იგი წლების განმავლობაში ბათუმის სავიზიტო ბარათი იყო. 90 წლების შემდეგ, შენობა მიტოვებული იყო და მისი დიდი ნაწილი დაზიანდა. მისი შენარჩუნებისთვის, ბათუმელებმა არაერთი აქცია გაიმართეს მოთხოვნით, მომხდარიყო შენობის რეაბილიტაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.




 

big_banner
არქივი