logo_geo
მაია კახიძე - აღარ ვიტირებ...
- +

1 დეკემბერი. 2018. 17:29

 

 

აღარ ვიტირებ

~~~~~~~~~~~~

 

დეკემბერია...

თუ დამიყუჩებ დარდს

და ტკივილებს, აღარ ვიტირებ.

დამესიზმრები ისევ დროდადრო,

ძილშიც მაკოცე, თუ მოგენატრო,

მე შენთვის მინდა ყვავილთა თოვა,

შენში მე ისევ ფიფქებად მოვალ.

დღეს

დეკემბერმა ბევრი იარა,

სიყვარულმა რომ ვერ გამიარა?

შენ გაგიარა?!

ნაბიჯებს ვითვლი, ასე ნაშორებს,

მე ეს სიშორე თვალს არ მაშორებს.

დეკემბერია...

ეს ღამე შენს თავს რისთვის მაგონებს,

ისევ მაწონებს?!

ღამეს, რომელსაც წარსული ახლავს,

მიყვება ახლა:

- ზამთარს ორივე გადავაგორებთ.

დეკემბერია...

მაგრამ რაღა დროს?

შემყვარებიხარ, როგორც არასდროს,

შენზე ფიქრები თვალებს ასველებს

და მე ეს ღამე შენს თავს მახსენებს.

თუ დამიამებ გულის ტკივილებს,

აღარ ვიტირებ...

 

/მაიკო კახიძე/1.12.18.

 

 

 

 

big_banner
არქივი