logo_geo
„რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი“
- +

14 იანვარი. 2019. 22:27

 

რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი - როგორც ედემი.

 

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

 

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული.

 

გალაკტიონ ტაბიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი