logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: დააბან იაგო ხვიჩია, სცემონ ხელკეტებით, დაცხრილონ, სამი წელი იმკურნალოს და რა ჭკუაზე იქნება, მიპასუხოს!
- +

25 მაისი. 2021. 01:05

 

 

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, კოდუამ, მერაბიშვილმა, ახალაიებმა, უფრო მეტხანს მოიხადონ სასჯელი“, - განაცხადა მედია-ჰოლდინგ „რეპორტიორის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა  გიორგი მამაცაშვილმა 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივის შეფასებისას.

 

„დააბან ხამუთებით იაგო ხვიჩია, ან ნებისმიერი „გირჩელი“, ურტყან ხელკეტები გამეტებით, 37-ჯერ დაუცხრილონ სხეული რეზინის ტყვიებით, 3 წელი იაროს სარეაბილიტაციო ცენტრებში, 5 წლის განმავლობაში სვას დამამშვიდებელი და ფსიქოტროპული საშუალებები და და რა ჭკუაზე იქნება, მიპასუხოს!

ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად, როგორც მოქალაქე, როგორც ჟურნალისტი, როგორც საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი, რომ სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, კოდუამ, მერაბიშვილმა, ახალაიებმა, უფრო მძიმე ბრალდებებით და უფრო მეტხანს მოიხადონ სასჯელი!“, - განაცხადა მამაცაშვილმა.

 

ცნობისთვის, „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას თანახმად,  20 ივნისთან ერთად, უნდა მოხდეს 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების ამნისტირება. “გირჩი” თვლის, რომ ეს უნდა გახდეს შერიგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

 

 

big_banner
არქივი