logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: „რეპორტიორის“ სახელით, - ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას!
- +

5 ივლისი. 2021. 20:28

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაშავებულ ჟურნალისტს, ოპერატორსა და მედიის სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს!

 

დიახ, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას!

 

 

მიუხედავად იმისა, ვიზიარებთ თუ არა მედიის რომელიმე წარმომადგენლის პოზიციას (ხშირად - აგრესიულსაც და უზნეოსაც!)!

 

ისევე, როგორც ვემიჯნებოდით მსგავსს ნაციონალური ხელისუფლების ზეობის დროსაც!

 

თუმცა, სამწუხაროდ, დაშავებულ ჟურნალისტთა დამცველთაგან ბევრი არ მახსენდება, რომლებსაც, გნებავთ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, და გნებავთ - შემდგომ წლებშიც - ნაციონალთა გუნდის წევრებისგან დაბულინგებული და დასახიჩრებული ჟურნალისტებისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინოთ!

 

არ ვარგა ცალ კარში თამაში, ბატონებო!

 

მეტიც: თქვენი უზნეობითაა „წახალისებული“ ის ვანდალიზმიც, რაც დღეს ვიხილეთ!

 

დიახ, ბატონებო, მე მაქვს ამ განცხადების გაკეთების უფლება, რადგან თავად გახლავართ სააკაშვილის რეჟიმისგან(!) არაერთგზის დევნილი და დაზარალებული!

 

 

მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება დიდია (იმ დროს სახელმწიფო სისტემები ექცეოდნენ ჟურნალისტებს მსგავსად, დღეს კი კონკრეტული არაჯანსაღი ძალები დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს), ერთი რამ ცხადია: მედია არის ხელშეუხებელი!

 

 

ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი აქტი არის გამოხატვის თავისუფლებისა და კანონით მინიჭებული უფლების - პროფესიული საქმიანობის შესრულების ხელშეშლა, რაც დასჯადი ქმედებაა!

 

იმედი გვაქვს, სამართალდამცავი სტრუქტურები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ ყველა მოძალადის იდენტიფიცირებას და ისინი შესაბამისად დაისჯებიან, ხოლო ის ძალები, რომლებიც თავად იყვნენ წლების წინ მოძალადე რეჟიმის იდეოლოგებიცა და ბრძანების გამცემნიც, - მინიმუმ ბოდიშს მოიხდიან გასული ათწლეულების (!) განმავლობაში ჩადენილი დანაშაულისთვის, რადგან მედია მაშინაც ხელშეუხებელი იყო და ახლაც!

 

 

 

big_banner
არქივი