logo_geo
ჯემალ სეფიაშვილი: რას ვიზამთ, როცა ქვეყანაში არსებობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე!..
- +

3 ივლისი. 2017. 00:14



მივმართავ ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს!


„თავისუფალი ზონის" საიტზე tzona.org გამოქვეყნდა ნაციონალური მოძრაობის წევრისა და მხარდამჭერის, ჩემივე მოსახელის ჯემალ სეფიაშვილის ფეისბუქ-სტატუსი  - „რატომ მალავენ ივანიშვილის ავადმყოფობას?"


ეს წერილი, რომელიც  საინფორმაციო სააგენტოებმა „აიტაცეს"  და ამ გზით გავრცელდა სოციალურ ქსელშიც, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გაკვირვებით და ზოგმა წყენითაც ჩემს ნააზრევად აღიქვა. სწორედ ეს გაკვირვება და წყენა გახდა მიზეზი ჩემი საჯარო გამოხმაურებისა, თორემ ისე რა მრჯიდა - რამდენი ჯემალ სეფიაშვილი დაიბადება და საკუთარ ნააზრევს სახალხოდ გამოხატავს, სად ვდიო ყველა მათგანს?!


დიახ, სწორედ ეს გაკვირვება და წყენა გახდა მიზეზი ჩემი იძულებისა, -  განვაცხადო კატეგორიულად:


„ნაციონალების" მხარდამჭერი მოქალაქის, ჩემივე მოსახელის ჯემალ სეფიაშვილის ფეისბუქ-სტატუსის შინაარსი არამხოლოდ მიუღებელია ჩემთვის, არამედ ის აშკარად ეწინააღმდეგება ჩემს დამოკიდებულებას, მათ შორის პირადსაც, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან!


კატეგორიულად ვემიჯნები  „ნაციონალების" მხარდამჭერი მოქალაქის, ჩემივე მოსახელის ჯემალ სეფიაშვილის   წერილის შინაარს და იუმორნარევი შეხსენებით დაგამშვიდებთ: რას ვიზამთ, როცა ქვეყანაში არსებობს ორი მარინე, ორივე გიორგის ასული და ორივე ფერაძე!..


მადლობა ღმერთს, მე მთელი ჩემი ცხოვრებითა და შემოქმედებით ჩემი  ქვეყნის სადარაჯოზე ვდგავარ! ეს იცის საქართველომ და ეს იცით თითოეულმა თქვენგანმა!



სიყვარულით, ერთგულებით, 

კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი.





 

big_banner
არქივი