logo_geo
ლომერ ახვლედიანი 86 წლის არის: ხალისი თუ გექნება, ასაკი ხელს არ შეგიშლის
- +

3 ოქტომბერი. 2020. 21:03

 

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურაშვილი სოციალურ ქსელში 86 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ კინოოპერატორ ლომერ ახვლედიანს და შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

ვულოცავთ!

 

დღეს, 2 ოქტომბერს, 86 წლის გახდა ლომერ ახვლედიანი - ქართული კინოს კლასიკოსი, ცნობილი ქართველი კინოოპერატორი, საქართველოს და დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ლენინური და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი (1978)

 

გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.

***

ლომერ ახვლედიანი: 

 

 

„ვერ ვიტყვი, რომ ასაკის მიუხედავად,   ჩემს საქმეს ბოლომდე  შეველიე, თუმცა ის აქტიური წლები, რაც ჩემს პროფესიაში გავატარე, ძალიან მენატრება.  ხელოვნება ისეთი სფეროა, რომელსაც ხალისი სჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს, 30 წლის ხარ, 50 წლის თუ 80-ის? მთავარია, საყვარელი საქმის კეთების ხალისი არ დაკარგო. ხალისი თუ გექნება, ასაკი ხელს არ შეგიშლის და შენს საქმეს მაინც მთელი გულით გააკეთებ“.

 

 

 

 

big_banner
არქივი