logo_geo
ქართული ანიმაციური ფილმი პრაღაში დაჯილდოვდა
- +

27 ივნისი. 2021. 07:53

 

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ანიმაციურ ნამუშევარი, ანიმაციური ფილმი, „მიტოვებული სოფელი“ პრაღაში დაჯილდოვდა.

 

ანიმაციური ფილმების საერთაშრისო ფესტივალზე ნამუშევარმა ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციების კატეგორიაში მიიღო.

 

„მიტოვებული სოფელი" შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და „ქართული ფილმი-აფხაზეთი"-ს ბაზაზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკია.

 

big_banner
არქივი