logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ექიმებს: მადლობა თქვენი გმირობისთვის, რაც გააკეთეთ, ეს ფასდაუდებელია
- +

7 ივლისი. 2021. 11:28

 

„ჩვენს ღვაწლმოსილ, ბრწყინვალე ექიმებს მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს ფასდაუდებელი საქმეა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

 

„კოვიდპანდემია იყო მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ გამოიჩინეთ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა. ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, 2012 წლიდან ჩვენ არაერთი პროექტი წარმატებულად განვახორციელეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

big_banner
არქივი