logo_geo
სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა
- +

9 მაისი. 2021. 18:26

 

 

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ სოფელი არგოხი, მაღრაანი და ფიჩხოვანი დააზარალა. ნაწილობრივ განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა.

 

მერიაში სტიქიის დამთვლელი კომისია ცოტა ხანში დაზიანების მასშტაბს ადგილზე ნახავს და შეისწავლის.

 

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოსა და ყვარელში. ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტებში ხეები წააქცია, რის გამოც ცენტრალურ გზაზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რამაც გზის სავალი ნაწილის გაწმენდა დროულად შეძლო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი