logo_geo
სოფელ ტინისხიდში მცხოვრებ 14 წლის მოზარდს მესამე დღეა ეძებენ
- +

2 ივნისი. 2021. 19:27

 

 

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ტინისხიდში მცხოვრებ 14 წლის მოზარდს მესამე დღეა, ოჯახი ეძებს. 14 წლის გოგოს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა პოლიციას დღეს მიაწოდა.

 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მოზარდი დედასთან და ძმასთან ერთად წმინდაწყლის დასახლებაში იყო. დედა ბანკში შევიდა, გოგო კი, გარეთ გაჩერდა. ბანკიდან გამოსულ მშობელს კი მოზარდი გარეთ აღარ დახვდა.

 

„ბანკში იყო წასული დედასთან და ძმასთან ერთად. დედა და ძმა შევიდნენ ბანკში და რომ გამოვიდნენ, აღარ დახვდათ გარეთ. დღეს მივმართეთ პოლიციას. გვეგონა, დაბრუნდებოდა. ყველგან ვეძებდით, მეგობრებთან, მამიდასთან მოვიკითხეთ. სხვა დროს ასეთი რამ არ მომხდარა. როგორც ვიცი, კამერებში ჩანს, გზის მეორე მხარეს გადავიდა წყლის დასალევად. სად უნდა გამქრალიყო ბანკის კიბეებიდან, არ ვიცით.

აქამდე იმიტომ არ მივმართეთ, გვეგონა დაბრუნდებოდა“ – განაცხადა მოზარდის ბებიამ, ციური ლურსმანაშვილმა.

 

გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი