logo_geo
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ტუროპერატორებისათვის ინფოტური გამართა
- +

26 ივნისი. 2021. 10:55

 

ღვინის ტურიზმის და ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-თან თანამშრომლობას აგრძელებს.

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მეღვინეების ასოციაციასთან ერთად იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ტუროპერატორებისათვის ინფოტური გამართა.

 

ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საოჯახო მარნებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ საოჯახო ბიზნესსა და მათ პროდუქტებს.

 

ტურის მიზანი მარნების პოპულარიზაცია, ტურ-ოპერატორებისათვის ახალი ტურისტული ობიექტების ადგილზე შესწავლა და მარნების გასტრო და ღვინის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვაა.

 

big_banner
არქივი