logo_geo
ქობულეთში განახლებული სანაპირო ზოლი გაიხსნა
- +

3 ივლისი. 2021. 21:00

 

ქობულეთში განახლებული სანაპირო ზოლი გაიხსნა. ბულვარში მოეწყო საზეიმო მსვლელობა, ნახატების გამოფენა, კონცერტები რამდენიმე ლოკაციაზე და ფრანების შოუ. დააჯილდოვეს მოსწავლეები და გამოავლინეს საპატიო ქობულეთლები.

 

3 კილომეტრიან მონაკვეთზე მთლიანად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების სისტემა, მწვანე საფარი და სასეირნო ზოლი.

 

მოეწყო საბავშვო სივრცეები, სპორტული მოედანი, სავარჯიშო კუთხე და ადგილები ველოპარკირებისთვის. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

 

ქობულეთის ბულვარის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ლარია.

 

big_banner
არქივი