logo_geo
ზუგდიდში ჟურნალისტები თბილისში განვითარებულ მოვლენებს მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ
- +

6 ივლისი. 2021. 12:21

 

 

ზუგდიდში სოლიდარობის აქცია გაიმართა. ჟურნალისტები დადიანების სასახლის ეზოში შეიკრიბნენ და თბილისში განვითარებულ მოვლენებს მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ.

 

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვეს.

 

აგრესიულად განწყოფილი ჯგუფები გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთი მედიასაშუალების თანამშრომლებს. ამასთან, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს. მოგვიანებით, „სირცხვილიას“ ოფისს ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს.

 

 

big_banner
არქივი