logo_geo
„რომამ“ მთავარი მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტა
- +

4 მაისი. 2021. 17:48

 

პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს „რომას“. ეს ინფორმაცია რომაული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა. 48 წლის მწვრთნელის კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

 

„რომაში“ პაულო ფონსეკა 2019 წლის 1 ივლისიდან მუშაობს. იტალიურ გუნდში ის დონეცკის „შახტარიდან“ გადავიდა. პორტუგალიელის ხელმძღვანელობით რომაელებმა ვერც ერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლეს.

 

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში „რომა“ მეშვიდე ადგილზეა. წელს, ფონსეკამ გუნდი ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე გაიყვანა, თუმცა, ამ ეტაპის პირველი შეხვედრა რომაელებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2:6 წააგეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი