ბათუმის ახალ არენაზე ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს.
პირველი გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე. თბილისის დინამომ გოლის გატანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო.
ახალ სტადიონზე მაყურებლის თანდასწრებით თამაში პირველად გაიმართა.