logo_geo
ვილი სანოლი: სასიამოვნოა, ამდენი გოლი რომ გააქვს, ფეხბურთელებიდან პირველი მას დავურეკე
- +

10 მაისი. 2021. 00:44

 

 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანოლმა ბელგიურ გამოცემა „დჰნეტთან“ (dhnet) ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჯვაროსნებში“ დანიშვნის შემდეგ პირველი ვისაც დაურეკა, გიორგი მიქაუტაძე იყო.

 

„დრო არ ითმენდა, რადგან დიდი ამოცანის წინაშე იდგა. პროგრესის პერსპექტივები კი რეალური ბომბარდირის გარეშე წარმოუდგენელი ჩანდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა, ფრანგმა ბევრი იმუშავა საიმისოდ, რომ მიქაუტაძე ნაკრებში თამაშზე დაეთანხმებინა. ასეთი თავდამსხმელი ყოველი ფეხის ნაბიჯზე არ შეგხვდებათ იმ ქვეყნის ქუჩაში, სადაც მხოლოდ 20 000 ფეხბურთელია,“ – წერს ბელგიური გამოცემა.

 

„მე ის არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ იგი ლიონში დაიბადა, ხოლო მე სენტ-ეტიენიდან ვარ (ერთმანეთთან დაპირისპირებული გუნდებია),“ – ეცინება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველს და მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-კაპიტანს.

 

სანიოლის თქმით, მას სურს, რომ მიქაუტაძე გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახდეს.

 

„იქნება ეს ბელგიის პირველი თუ მეორე დივიზიონი, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთელს ამდენი გოლი გააქვს ისეთი დონის საფეხბურთო ქვეყანაში, როგორიც ბელგიაა. ის პირველი მოთამაშეა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ დავუკავშირდი. მე მას დეტალურად ავუხსენი ჩემი პროექტი და მან მზადყოფნა გამოხატა, რომ ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი