logo_geo
კრიშტიანუ რონალდუმ უნიკალური რეკორდი დაამყარა
- +

13 მაისი. 2021. 12:30

 

 

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მე-100 გოლი გაიტანა იტალიური კლუბის შემადგენლობაში. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა სერია A-ს 36-ე ტურში „სასუოლოს“ წინააღმდეგ.

 

100 გოლამდე მისაღწევად, პორტუგალიელს 131 მატჩი დასჭირდა. ის „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვისაც 100 გოლის გასატანად მხოლოდ სამი სეზონი დასჭირდა. თუმცა, კრიშტიანუ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეკორდის ავტორი გახდა. ის არის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც სამ სხვადასხვა ქვეყანაში სამი კლუბის შემადგენლობაში დააგროვა მინიმუმ 100 გოლი.

 

ამ სეზონში რონალდუმ 41 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

„იუვენტუსი“ მეხუთე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში. გუნდმა ვერ შეძლო სკუდეტოს მოგება და მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ემუქრება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი