logo_geo
„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გახდა
- +

3 ივნისი. 2021. 19:08

 

იტალიის ჩემპიონმა მილანის „ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად სიმონე ინძაგის დანიშვნის შესახებ.

 

როგორც ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, 45 წლის სპეციალსტთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

 

„ინტერმა“ ამ სეზონში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

 

სიმონე ინძაგის წინა სამუშაო ადგილი რომის „ლაციო“ იყო.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი