logo_geo
შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი ოლიმპიური ჩემპიონია
- +

31 ივლისი. 2021. 21:32

 

 

ქალთა შორის ჩოგბურთში ტოკიო 2020-ის გამარჯვებული შვეიცარიელი ჩოგბურთელი გახდა და საკუთარ ქვეყანას ოლიმპიური მედალი მოუტანა.

 

ფინალური შეხვედრა 2 საათისა და 28 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაძაბულ, ხანგრძლივ დაპირისპირებაში ბელინდა ბენჩიჩმა ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა სამ სეტში, 7:5, 2:6, 6:3 დაამარცხა.

 

ხვალ, პირველ აგვისტოს ფინალი ვაჟებს შორის გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და რუსი კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი